ბითლზი (ინგლ.: The Beatles) - როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში. ბითლზი არის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. მათმა ნოვატორულმა ხერხებმა და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მოდა, მათი ზემოქმედება პოპ კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. მათი ერთ-ერთი დამსახურებაა ე.წ. "ბრიტანული შემოსევის" პიონერობა, რომელიც ამერიკაში დაიწყო მათი გამოჩენის შემდეგ.
1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი. მაკარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენ
... კითხვის გაგრძელება »