1:07 PM ტიტანიკი | |
DOWNLOAD ტიტანიკის აგების იდეა 1907 წლის ერთ ზაფხულის საღამოს დაიბადა. კომპანია White Star Line-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრიუს ისმეი ფირმა Harland & Wolff-ის წარმომადგენელ ლორდ ჯეიმს პირის ლონდონის რეზიდენციაში ვახშმობდა. იმ დროს ქალაქში ყველას პირზე ლაინერი ლიზიტანია ეკერა, რომელიც კონკურენტ კომპანია Cunard Line-ს ეკუთვნოდა. როგორც ამბობდნენ, ლიზიტანიის პირველი რეისი ატლანტიკის გადაცურვაში რეკორდს დაამყარებდა სისწრაფეში და ამით Cunard Line სუპერლაინერთა კონკურსის ლიდერად გამოცხადდებოდა. ლორდ პარიმ და ისმეიმ პირველობის გეგმა შეიმუშავეს. უფრო სწრაფი ლაინერების აგების ნაცვლად მათ გადაწყვიტეს აეგოთ ორი ჭეშმარიტად მცურავი სასახლე. ეს ისტორიული ვახშამი იყო. სამუშაოები უკვე ერთი კვირის შემდეგ დაიწყო… 1908 წლის დეკემბერში ნომერ 400 გემის (შემდგომში ”ოლიმპიკის” სახელით ცნობილის) ასაგებად პირველი სამუშაოები ჩატარდა. ნომერ 401-ე, შემდგომში ”ტიტანიკად” წოდებულის აგება კი 1909 წლის 31 მარტს დაიწყეს. 1912 წელი. ჰემპშირი. ჩრდილო ატლანტიკა. 6-12 აპრილი. 6 აპრილი, შაბათი. სამხრეთ ინგლისი. ტიტანიკმა ეკიპაჟის უმეტესობა დაიქირავა და ტვირთის უმეტესი ნაწილი მიიღო. ტვირთი 560 ტონას იწონიდა და 11524 ცალკეულ ადგილს იკავებდა. White Star Line-ის ოფისის ჰოლები საუტჰემპტონის უმუშევრად დარჩენილმა მეზღვაურებმა გაავსეს. ბევრი მათგანი საუტჰემპტონიდან იყო, ზოგი კი ლივერპულიდან, ლონდონიდან და ბელფასტიდან ჩამოვიდა. კონტინენტებიდან მოსულთა განცხადებებს არ იღებდნენ, რადგან ტიტანიკის კაპიტანმა ედვარდ ჯ. სმიტმა განაცხადა, რომ ფორმირებულიყო ”ნამდვილი ბრიტანული ეკიპაჟი ნამდვილი ბრიტანული ხომალდისათვის”. დღის ბოლოს მრავალრიცხოვან ტვირთს 5800 ტონა ქვანახშირი დაემატა. 7 აპრილი, აღდგომის კვირა. ტიტანიკზე ყველა სამუშაო შეჩერდა. აღდგომის დღეს ლაინერის მილიდან არც ორთქლი ამოდიოდა, არც კვამლი. გემის წყალზე რწევის ხმა მთელს ყურეში გაისმოდა. იგი კი თავისი უმოძრაოდ დგომის უკანასკნელ საათებს ითვლიდა. ტიტანიკი კვლავ #44-ე ბაქანზე იდგა, რომელიც სპეციალურად 16 მეტრით იყო გაღრმავებული 8 აპრილი, ორშაბათი. ტიტანიკი კვლავ 44-ე ბაქანზე დგას და თავისი პირველი რეისისთვის ემზადება. ამოიტანეს სურსათი: 34 ტონა ხორცი და 5 ტონა თევზი. ეს სურსათი უზარმაზარ სპეციალურ მაცივრებში მოათავსეს, რომელიც G გემბანზე იმყოფებოდა. გასვლამდე ცოტა დროღა რჩებოდა. ყველა უკანასკნელი სამუშაო და შემოწმება კონსტრუქტორ თომას ენდრიუსის ზედამხედველობით ჩატარდა. თომასი 7 საათამდე დარჩა ტიტანიკზე და შემდეგ White Star Line-ის ოფისში თავის საქმეებს მიუბრუნდა. 10 აპრილი, ოთხშაბათი. 7 სთ-სა და 30 წთ-ზე კაპიტანი სმიტი ტიტანიკზე ავიდა და თავისი პირველი თანაშემწე ჰენრი უაილდის რაპორტი მიიღო. მალე ერთი მილის მანძილზე გაისმა ტიტანიკის საყვირი, რომელიც ყველას გასვლას აუწყებდა. 9:30-სა და 11:30-ს შორის პირველი, მეორე და მესამე კლასის მგზავრები მოვიდნენ. სამგზავრო ვაგონებმა ისინი ლონდონის მახლობელ სადგურ ვატერლოოდან მოიყვანეს. შუადღემდე ცოტა ხნით ადრე ტიტანიკის ძლიერმა, მბრძანებლურმა სირენამ ყველას კიდევ ერთხელ აცნობა, რომ მალე გადიოდა. მნახველებმა და გამცილებლებმა, აგრეთვე პორტში და ხმელეთზე მომსახურე პერსონალმა ხომალდიდან ჩამოსვლა დაიწყო. ზუსტად შუადღისას ტიტანიკი ნაპირიდან საფრანგეთის მიმართულებით გაცურდა. 24 მილის სიგრძე ინგლისის არხით კი ნაშუადღევს, 17:30-ზე ტიტანიკმა კურსი ირლანდიისკენ აიღო. 11:55 წთ-ზე G გემბანზე მდებარე ფოსტის განყოფილება და სამანქანე ნაწილის ქვანახშირის ბუნკერი უკვე წყლით იყო დაფარული. უაილდმა, ბოქსჰოლმა და ენდრიუსმა სასწრაფოდ შეამოწმეს დაზიანება. ამან კაპიტანი სმიტი მიახვედრა, რომ მოხდა ყველაზე საშინელი - ტიტანიკი იძირებოდა! მან თავად შეამოწმა დაზიანება, ლაინერის ადგილმდებარეობა და მეოთხე თანაშემწე ბოქსჰოლს კოორდინატები რადიოთი აცნობა. ფილიპსს გადაეცა პაკეტი ბრძანებით, გადაეცა საგანგაშო სიგნალი. ფილიპსმაც ჩვეულებრივი სიგნალი გაგზავნა: GQD… MGY… GQD… MGY… 15 აპრილი, ორშაბათი. შუაღამის გადასვლისთანავე წყალი უკვე იმ სკვოშის პორტს მიწვდა, რომელიც ძირიდან 10 მეტრით იყო დაშორებული. უმეტესობა ბუნკერებიდან აღარ მუშაობდა და კვამლი ბოლქვებად ამოდიოდა გათავისუფლებული მილებიდან. სმიტმა ბრძანება გასცა, რომ გამოეხსნათ მაშველი ნავები და მგზავრები და ეკიპაჟი გაეყვანათ გემიდან. ნავების საერთო რაოდენობა 1178 კაცს დაიტევდა, მაშინ, როდესაც თვით გემზე 2227 ადამიანი იყო. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნავებს მაქსიმალურად დატვირთავდნენ. 00:10-სა და 02:50-ს შორის გემ კალიფორნიანის ეკიპაჟის რამოდენიმე წევრმა გემის სინათლე და რაკეტები შენიშნეს, მაგრამ რაკეტებისთვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ. ბევრმა ხომალდმა მიიღო უბედურების მაუწყებელი სიგნალი ტიტანიკიდან და დასახმარებლად ბევრი მიემართებოდა. მათ შორის იყო კარპატია კაპიტან როსტორნის მეთაურობით. კარპატია ტიტანიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 93 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა. 00:15 წთ-ზე უილას გალტერმა და მისმა ორკესტრმა მხიარული რეგთაიმის დაკვრა დაიწყო პირველი კლასის A გემბანზე. ორკესტრის ყველა წევრი უკანასკნელ წუთამდე უკრავდა და შემდეგ ისე დაიღუპა, რომ მათ შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო. 00:25 წთ-ზე კაპიტანმა სმიტმა ბრძანა მაშველ ნავებში ჯერჯერობით მხოლოდ ქალები და ბავშვები ჩაესხათ. 00:30-ზე მარჯვენა მხრიდან წყალში ნელ-ნელა მე-7 მაშველი ნავი ჩაუშვეს. ნავში 68 კაცის ჩასმის შესაძლებლობა იყო, მაგრამ სანაცვლოდ, მასში 28 კაცი იჯდა. ამავე დროს კვარტეტმეისტერმა პირველი სასიგნალო რაკეტა გაუშვა. რაკეტა 800 ფუტის სიმაღლეზე აიჭრა მაღლა და ხმაურით გაიშალა თორმეტ მანათობელ ვარსკვლავად. სავარაუდოდ ეს რაკეტა შენიშნეს კალიფორნიანის ეკიპაჟის წევრებმა და ყურადღება მხოლოდ იმიტომ არ მიაქციეს, რომ თეთრი იყო და არა წითელი - როგორც უბედურების შემთხვევაში. ამ დროს ბოქსჰოლმა მარჯვენა მხარეს ხომალდი შენიშნა, რომელიც რამოდენიმე წუთის შემდეგ უმალვე გაუჩინარდა, მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკიდან მორზეს ნათურებით ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას. 1:15 წთ-ზე წყლის დონემ გემის გვერდზე დაწერილ TITANIC-მდე აიწია. ამ დროს ლაინერი მკვეთრად გადაიხარა მარცხენა მხარეს. წყალში უკვე შვიდი ნავი იყო ჩაშვებული და თითოეულში მგზავრთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო კლებულობდა. თუმცა გემის გადახრის შემდეგ ნავებში უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მოთავსება. მაგალითად, გემის მარცხენა მხრიდან ჩაშვებულ მე-9 ნავში 56 ადამიანი იჯდა. 1:30 წთ-ზე ტიტანიკზე განგაში ატყდა. მარცხნივ, მე-4 ნავში უკვე 60 მგზავრი იჯდა. მათ შორის იმყოფებოდა მეხუთე თანაშემწე ლევი. მას ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოუხდა. რადგან პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ყველანაირი ხერხით ცდილობდა ნავში მოხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ნავები უკვე გავსებული იყო. ფილიპსის რადიოგრამები სულ უფრო და უფრო პესიმისტურ ცნობებს აწვდიდა გემზე მყოფთ. ”გემი სწრაფად მიექანება ფსკერისკენ”… ”გემი დიდხანს ვეღარ გაძლებს წყლის ზედაპოირზე”… ”სულ უფრო და უფრო მალე ვიძირებით”… პარფიუმერიის მაგნატი ბენ გაიგენჰელი და მისი მსახური ვიქტორ გილიო თავიანთ კაიუტაში დაბრუნდნენ და განაცხადეს: ”ჩვენ ისე უნდა შევხვდეთ სიკვდილს, როგორც ეს ნამდვილ ჯენტლმენებს შეეფერება.” 1:40 წთ-ზე გემის კიჩოზე მყოფი ნავებიდან უმეტესობა წყალში იყო ჩაშვებული. ბრიუს ისმეიმ გემი მარჯვენა მხრიდან ჩაშვებული უკანასკნელი ნავით დატოვა. ამ გასაბერ ნავში მის გარდა კიდევ 39 მგზავრი იჯდა. გემის კიჩოზე მდებარე გემბანი უკვე წყლით იყო დაფარული. 2 სთ-ზე ოკეანის ზედაპირისგან ტიტანიკის სასეირნო გემბანს 3 მეტრიღა აშორებდა. ამ დროს უილას ჰარტლეიმ თავის ორკესტრს უკანასკნელი სიმღერა შეურჩია - Near my God, to thee. ის ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ამ სიმღერას აირჩევდა თავისი დაკრძალვისთვის. როცა გემზე ერთადერთი გასაბერი ნავი და 1500-ზე მეტი კაცი დარჩა, ლაითჰოლერმა ეკიპაჟის წევრებს უბრძანა, იარაღით გადაეკეტათ ნავთან მისასვლელი და იქ მხოლოდ ქალები და ბავშვები მიეშვათ. წყალი უკვე გემის ცხვირზე მდებარე A გემბანს მიწვდა. კაპიტანმა სმიტმა რადისტები ფილიპსი და ბრაიდი გაათავისუფლა პოსტიდან სიტყვებით: ”თქვენ უკვე შეასრულეთ თქვენი მოვალეობა”. როგორც კი უკანასკნელი ნავები გაშორდნენ გემს, იქ მაშინვე შეწყდა ხმაურიანი აურზაური. ტიტანიკზე აბსოლუტური სიწყნარე გამეფდა. მასზე დარჩენილები მიხვდნენ, რომ დაღუპვა გარდაუვალი იყო და ვეღარავინ გადაურჩებოდა თავის ბედისწერას. ასობით ადამიანი გემბანზე იდგა ერთმანეთს მჭიდროდ მიკრულნი და ასე ელოდნენ თავიანთი აღსასრულის მოახლოებას. დაახლოებით 2:17 წთ-სთვის გემის კორპუსი სულ უფრო და უფრო მეტი სისწრაფით დაეშვა ფსკერისკენ. ამ დროს მეორე და მესამე კლასის ასობით მგზავრი ნავის სადგომებზე იდგა და მამა თომას ბულის ლოცვას ისმენდა, რათა შემდგომ სიკვდილის წინ ზიარება მიეღოთ. 2:40 წთ-ზე მსხვრევის ხმა გაისმა. ყველა ის საგანი, რომელიც დამაგრებული არ იყო, ქვევით, ტიტანიკის უკვე ჩაძირული ცხვირისკენ ჩაცვივდა. შუქები ჩაქრა. გემი ვარსკვლავიან ცაზე გამოსახულ სილუეტს დაემსგავსა. ტიტანიკის კორპუსი შუაზე გადატყდა მესამე და მეოთხე მილებს შორის. ხომალდი რამდენიმე წუთს პერპენდიკულარულად გაჩერდა წყალზე. 2 სთ-სა და 40 წთ-ზე კი მთელი სისწრაფით დაეშვა 4 კმ სიღრმის ფსკერისკენ. ღამის სივრცე განწირულთა უმწეო ხმამ გაკვეთა. ლაითჰოლერის გადმოცემით, მათ დიდხანს, თავგამოდებით უბრძოლიათ. ეს გაბრძოლება მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, სანამ ყველა არ გაიყინა - ოკეანე ხომ ყინულოვანი იყო. ”გასაჩერებლად განწირულმა გულებმა და სასოწარკვეთილმა ხმებმა” წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ლაითჰოლერზე, რომელიც გასაბერ ნავ A-ში იჯდა და კატასტროფის ადგილიდან უსაფრთხო დისტანციაზე იმყოფებოდა. მაგრამ არა იმდენად შორს, რომ ხმები არ მისწვდომოდა. 3:30-ზე კარპატიის მანათობელი რაკეტები შენიშნეს. გემი გადარჩენილთა ნავებს 4 სთ-სა და 10 წთ-ზე მიუახლოვდა. პირველი მაშველი ნავიდან ხალხი დაუყოვნებლივ აიყვანეს. 5:30 წთ-ზე, როდესაც კარპატიაზე უკანასკნელი, მეთორმეტე ნავი აიყვანეს, უბედურების ადგილზე კალიფორნიანი მივიდა, რომელსაც უკვე გაეგო ტიტანიკის დაღუპვის ამბავი. რადიომდე რომ მიაღწია ბრიუს ისმეიმ პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ White Star Line-ის ოფისში დეპეშა გააგზავნა: ”ღრმა მწუხარებით ვიუწყები, რომ ამ დილით, აისბერგთან შეჯახების შედეგად ტიტანიკი ჩაიძირა. არის დიდი დანაკარგი. ყველაფერს დაწვრილებით მოგვიანებით გაცნობებთ”… 18 აპრილი, ხუთშაბათი. წვიმიანი საღამო, ნიუ-იორკი. 6-დან 8 საათამდე ნავსადგურში მომლოდინეთა რიცხვმა 30000-ს გადააჭარბა. კიდევ 10 ათასი აკვარიუმის გარშემო და ბიტერში სცემდა ბოლთას. და აი, კარპატიაც მოუახლოვდა ნაპირს. ამ გემს ყველაზე ძვირფასი ტვირთი მოჰქონდა - ის, რაც დარჩა ტიტანიკიდან. 705 ადამიანი და 13 ნავი. როგორც კი კარპატიამ სვლა შეანელა, მას ნავების მთელი არმია მიაწყდა. ხალხი ისტერიული ხელის მოძრაობით ეკითხებოდა გემზე მყოფთ ნათესავებსა და ახლობლებზე, რეპორტიორები ყვირილით უსვამდნენ შეკითხვებს და ფულსაც კი სთავაზობდნენ, რომ გემზე აეშვათ და ექსკლუზიური ინტერვიუ მიეცათ მათთვის. კარპატიის კაპიტანმა უილიამ ჰენრი როსტრონმა განაცხადა, სანამ გემი არ გაჩერდებოდა, მასზე არავინ ასულიყო. ერთ-ერთი კორესპოდენტი დააკავეს კიდეც, რადგან იგი გემზე მოხვედრას თვითნებურად ცდილობდა. ბრბო გონდაკარგული ყვიროდა, ეს სიგიჟითა და სასოწარკვეთილებით სავსე ღამე იყო. კარპატიას კარგი რადიოკავშირი არ ჰქონდა. რადისტი იმდენად დაღლილი იყო, რომ ტიტანიკიდან გადარჩენილ კოლეგასთან ერთად ნიუ-იორკში გადარჩენილთა სრული სიის გაგზავნაც კი ვერ მოახერხა. ტიტანიკის რადისტ ჰეროლ ბრაიდს ფეხები მოყინული ჰქონდა, მაგრამ ორივე ცვლის შემდეგაც დარჩა, რათა სიის შედგენა გაეგრძელებინათ და ნათესავ-ახლობლებისთვის შეტყობინება გაეგზავნათ. 20:37 წთ-ზე კარპატიამ White Star Line-ის მეცამეტე ბაქანზე 13 მაშველი ნავის გადმოტვირთვა დაიწყო. თითქოს დაუსრულებელი პროცესი 21:35-ზე დასრულდა და კარპატიაც 54-ე ბაქანზე გაჩერდა. გემზე ტრაპის გადებისთანავე მედ-თანამშრომლები საკაცეებითა და ინვალიდის ეტლებით ავიდნენ დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად. ვინც დაარწმუნებდა, რომ ხმელეთზე ვინმე ელოდებოდა, დამოუკიდებლად ჩასვლის ნებას აძლევდნენ. დამხვდურები ემოციებს ვერ ფარავდნენ. მათ შორის 500-მდე სამგლოვიარო კაბით შემოსილი ქალი იყო. რაც მეტი გადარჩენილი ტოვებდა გემს, მით უფრო მატულობდა მოტირალთა რიცხვი. ბრბო ერთხანს სვამდა შეკითხვებს: ”რატომ დაიღუპა ამდენი? საერთოდ რატომ დაიღუპა გემი? ის ხომ ჩაუძირავი იყო!” ზოგი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ როგორ მოხვდა კარპატიაზე სენატორი უილიამ სმიტი. ბევრი სენატორს ეხვეწებოდა, კრეისერები გაეგზავნა კატასტროფის ადგილზე. შეიძლება მათი ნათესავები ჯერკიდევ ცოცხლები იყვნენ და გემის ნამსხვრევებს ჩაჭიდებულნი ცურავდნენ ატლანტიკის ოკეანეში… თუმცა რათქმაუნდა არანაირ მსგავს სამაშველო სამუშაოს აზრი აღარ ჰქონდა… ასე დაიღუპა ტიტანიკი. ინგლისურ პორტ საუტჰემპტონიდან ამ გემით რეისში 2227 ადამიანი გავიდა. ცოცხალი გადარჩა 711. გემზე მყოფი 1662 მამაკაციდან გადარჩა მხოლოდ 19%. რადგანაც ნავებში პირველი ქალები და ბავშვები სხდებოდნენ, მათ შორის გადარჩენილთა რიცხვი შესაბამისად მეტია - 77% და 49%, შესაბამისად. მაგრამ არსებობს სხვაგვარი სტატისტიკაც: I კლასის მგზავრებიდან გადარჩა 62%, II კლასის მგზავრებიდან - 41%, ხოლო III კლასის მგზავრებიდან კი მხოლოდ 26%. მაშინაც კი, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, მდიდრები მდიდრებად რჩებოდნენ, ხოლო ღარიბები - ღარიბებად. აქვე აღსანიშნავია, რომ ინგლისის სადაზღვევო კომპანიები შოკიდან დიდი ხანი ვერ გამოდიოდნენ - მათ ხომ ”ჩაუძირავი ლაინერი” ყველაზე დაბალი ტარიფებით ყავდათ დაზღვეული. კალიფორნიანი კაპიტანი ლორდი მესამე თანაშემწე გრუვზთან მივიდა. 23 სთ-ზე მათ დიდი გემის სინათლეები შენიშნეს, რომელიც ჩრდილოეთით მიდიოდა. კაპიტანმა ჩათვალა, რომ ეს სატვირთო ლაინერი იყო. შუაღამისას გრუვზი მეორე თანაშემწე სტოუნზმა შეცვალა. კაპიტანი ლორდი დასაძინებლად გაემართა და სტოუნზს უბრძანა, თვალყური ედევნებინა უცნობი გემისთვის. გრუვზმაც დააპირა წასვლა, მაგრამ არა კაიუტაში, არამედ რადისტთან და ცოტა ხნის ჩაძინებული ევანსი გააღვიძა. - რომელ გემებთან გქონდა კავშირი? - კითხა მან რადისტს. გაღაზიანებულმა ევანსმა უპასუხა, რომ ტიტანიკის გარდა კავშირი არავისთან ჰქონია. იგი მეორე გვერდზე გადაბრუნდა და მომენტალურად დაიძინა. გრუვზი აპარატთან მივიდა და ყურსაცვამი აიღო. მან მორზეს ანბანის კითხვა კარგად იცოდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსლირება ნელა მიდიოდა. მას ყურსაცვამი ერთხანს ხელში ეჭირა, მაგრამ ვერაფერი გაიგო, რადგან ევანსს აპარატი გამორთული ჰქონდა. ეს მომენტი კულმინაციური იყო მთელს ტრაგედიაში: რადისტს ძინავს, გრუვზი გამორთული მიმღებით თამაშობს, ხოლო ამ დროს, იქვე ახლოს მდებარე ტიტანიკი გადასცემს სიგნალს S.O.S. რამდენიმე წუთის შემდეგ გრუვზმა შუქი გამორთო და თავის კაიუტაში დაბრუნდა. ამ დროისათვის კი ტიტანიკს მხოლოდ ნახევარი საათის სიცოცხლე დარჩენოდა… ტიტანიკის დაღუპვამ კაპიტან ლორდის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ამერიკასი მისვლისთანავე რომელიღაცა მატროსმა კალიფორნიანის სამანქანო განყოფილებიდან ერთ-ერთ ბოსტონურ გაზეთს 500 დოლარად მიყიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვითომ, დაახლოებით შუაღამისას მან და მთელმა ეკიპაჟმა დაინახეს გემი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიდიოდა და უცბად ჩრდილოეთისკენ იცვალა გეზი. სენატორმა, რომელიც ტიტანიკის დაღუპვის მიზეზებს იძიებდა ჩათვალა, რომ ლორდმა დაინახა ტიტანიკი და მას არ დაეხმარა. კაპიტანი ლორდი კომისიის წინაშე იფიცებოდა, რომ მისი გემი ტრაგედიის ადგილიდან 30 მილის მანძილზე იმყოფებოდა და არაფერი საგანგაშო სიგნალი არ მიმიღიაო, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. მოწმეებად გამოდიოდნენ ტიტანიკის ცოცხლად გადარჩენილი მგზავრები, რომლებიც იძახდნენ, რომ თავიანთი თვალით დაინახეს დიდი გემი, რომელიც მათთან ახლოს დიდი სიჩქარით მოძრაობდა და დასახმარებლად არ გაჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკიდან სასიგნალო რაკეტები გაეშვათ. ლორდი დამნაშავედ სცნეს. იგი 1962 წლის ზამთარში, ინგლისის ქალაქ უოლესში გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ლორდი ჯერკიდევ ცოცხალი იყო, გამოიცა წიგნი ”ტიტანიკი და კალიფორნიანი”, რომლის ავტორი იყო პიტერ პედფილდი. მან დეტალური გამოთვლებით დაამტკიცა, რომ კალიფორნიანი ვერ იქნებოდა იმ ადგილზე, საიდანაც ეკიპაჟის წევრებს შეეძლებოდათ ტიტანიკის დანახვა. პედფილდმა მოიყვანა ერთი საკმაოდ ძლიერი არგუმენტი: კალიფორნიანი 22:20 წთ-დან დილის 5:15 წთ-მდე ყინულებში იყო გაჭედილი და ვერ მოძრაობდა. მგზავრები ტიტანიკიდან კი ამტკიცებდნენ, რომ საიდუმლოებით მოცული გემი მიდიოდა. ერთი სიტყვით, პედფილდმა გამოიტანა დასკვნა: ტიტანიკიდან კალიფორნიანი კი არა, სულ სხვა გემი დაინახეს. მაგრამ რომელი?.. ეს კითხვა ბევრს წლების მანძილზე აწუხებდა და მხოლოდ ლორდის სიკვდილიდან რამოდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით იქნა ნაპოვნი გემ სამსონის კაპიტნის უფროსი თანაშემწე ჰენრიკ ნაესის დღიური. ის წერდა, რომ ტიტანიკის დაღუპვის დღეს სამსონი ზღვის ლომებზე ბრაკონიერული ნადირობიდან ბრუნდებოდა. ღამით მეთევზეებმა სასიგნალო რაკეტები შენიშნეს, მაგრამ ბრაკონიერებს ეგონათ, ამერიკული საპატრულო გემი გაჩერებას გვთხოვსო. მაშინ ნაესმა ბრძანა სინათლეები ჩაექროთ და ჩრდილოეთით, ისლანდიის ნაპირებისკენ წასულიყვნენ. ”… ახლა მე მესმის, - თქვა ნაესმა, - რას ნიშნავდა ის რაკეტები იმ ღამეს… ჩვენ სულ ახლოს ვიყავით, როცა ტიტანიკი იძირებოდა. დიახ, ჩვენ ახლოს ვიყავით დიდი, საიმედო გემით და რვა ნავით. ჩვენ აუცილებლად რამეს ვიღონებდით რომ გვცოდნოდა, რაც ხდებოდა. რადიო კი ჩვენ არ გვქონდა…” აი რომელი გემი დაინახეს კაპიტან ლორდმა და ეკიპაჟის სხვა წევრებმა კალიფორნიანიდან. გემი, რომელსაც დიდი იმედით უყურებდა სასიკვდილოდ განწირული ხალხი ტიტანიკიდან. ერთადერთი გემი, რომელსაც თუ ყველასი არა, იმ ზოგიერთი მათგანის გადარჩენა შეეძლო, რომლებმაც თავიანთი სამუდამო საფლავი ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე იპოვეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
შესვლის ფორმა |
სექციის კატეგორიები | ||||||||||||
|
ძებნა |
კალენდარი |
ჩანაწერების არქივი |
ჩვენი გამოკითხვა |
მინი-ჩეთი |
საიტის მეგობრები |
სტატისტიკა |
მთლიანად 23 სტუმარი 23 სხვები 0 |